22 აგვისტო 2026,   02:16
ვრცლად
"სააკაშვილს ვინც იხუტებს, ვერასდროს გახდება საქართველოს მეგობარი... იმედი მაქვს, ლიეტუველი დეპუტატი, როდესაც ქართულ მიწაზე ფეხს დადგამს, ბოდიშს მოიხდის" - შალვა პაპუაშვილი

"იმედი მაქვს, ლიეტუველი დეპუტატი, პირველი, რასაც გააკეთებს, როდესაც ქართულ მიწაზე ფეხს დადგამს, ბოდიშს მოიხდის ქართველი ხალხის მიმართ საკუთარი ფაშისტური განცხადებებისთვის," - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც ოპოზიციის მიერ დღეს დაგეგმილ შეკრებას გამოეხმაურა.

შალვა პაპუაშვილის შეფასებით, სააკაშვილის მეგობარი აპრიორი ვერ იქნება საქართველოს მეგობარი.

"ამ დღესთან დაკავშირებით ჩამოდის, მათ შორის, ევროპარლამენტის გარკვეული დელეგაცია, რომელსაც სათავეში უდგას ლიეტუველი დეპუტატი, რომელიც გამოირჩევა ქართველი ხალხის მიმართ ფაშისტური განცხადებებით. იმედი მაქვს, რომ პირველი, რასაც გააკეთებს, როდესაც ქართულ მიწაზე ფეხს დადგამს, ბოდიშს მოიხდის ქართველი ხალხის მიმართ საკუთარი ფაშისტური განცხადებებისთვის, რომელსაც მისგან ვისმენთ. ეს ყველაზე კარგი მაგალითია, რომ სააკაშვილის მეგობარი აპრიორი ვერ იქნება საქართველოს მეგობარი. ის, ვინც სააკაშვილს იხუტებს, სააკაშვილს ხელისუფლებას უმაგრებდა თავის დროზე აპრიორი დეფინიციითვე ვერასდროს გახდებიან საქართველოს მეგობრები და ეს მტკიცდება ყოველ ფეხის ნაბიჯზე," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები