24 აგვისტო 2026,   23:39
ვრცლად
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს ავსტრალიაში - საზეიმო მიღება საქართველოს საელჩოს ორგანიზებით შედგა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა ავსტრალიაშიც. საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, კანბერაში გამართულ მიღებაზე სტუმრებმა ინფორმაცია მიიღეს ქართველი მწერლებისა და მხატვრების, ქართული კინემატოგრაფიის და მუსიკის შესახებ. გაეცნენ ინფორმაციას ქართულ დამწერლობასა და ლიტერატურულ მემკვიდრეობაზე. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ სხვადასხვა სახის ქართული ღვინო.

"ორგანიზება გავუწიეთ ექსპოზიციას, გამოფენას, რომლის დროს ჩვენს სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ გაცნობოდნენ საქართველოს საკმაოდ ღრმა და მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობას. მე ხაზი გავუსვი იმ სოლიდარობას, რომელსაც ჩვენ ვგრძნობთ ავსტრალიის თანამეგობრობის ხელისუფლების მხრიდან, იმ განუწყვეტელ მხარდაჭერას უკვე წლების განმავლობაში საქართველოს მიმართ, საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ", - აცხადებს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრალიის თანამეგობრობაში ბექა დვალი.

დღის ამბები