2026-2027 - წლებში საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო მომხმარებელთა დაცვისა და აღსრულების საერთაშორისო ქსელს უხელმძღვანელებს.
გადაწყვეტილება, რომელსაც ორგანიზაციის წევრი ყველა ქვეყნის თანხმობა სჭირდებოდა, ვაშინგტონში გამართულ კონფერენციაზე მიიღეს.
შეკრებილებს ირაკლი ლექვინაძემ სიტყვით მიმართა და იმ პრიორიტეტებზე ისაუბრა, რაზეც ქსელი საქართველოს პრეზიდენტობის პერიოდში იმუშავებს.