24 აგვისტო 2026,   12:12
ვრცლად
"დავალებას მიიღებს ოპოზიცია კოლექტიურად, რომ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა" - ლევან მაჭავარიანი 

თვითმმართველობის არჩევნები ოპოზიციაში ისევ დაპირისპირების და ურთიერთბრალდებების მიზეზია. გიორგი გახარიას გუნდში აცხადებენ, რომ იმ პარტიებმა, რომლებიც არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ, საზოგადოებას უნდა აუხსნან რა ალტერნატივას სთავაზობენ. მათივე ინფორმაციით, არჩევნებისთვის ემზადება რამდენიმე ძალა, ისინი რეგიონებში შეხვედრებსაც მართავენ, თუმცა ამის შესახებ ღიად ჯერ არ საუბრობენ. პასუხად ოპოზიციურ პარტიებში გახარიას გუნდი დღეს მწვავედ გააკრიტიკეს.

"კოალიცია ცვლილებისთვის" წევრებმა თქვეს, რომ დადგა დრო პოლიტიკური ორაზროვნება დასრულდეს.

შეფასებები კეთდება "ქართულ ოცნებაშიც":

"დაპირისპირება არის არა მხოლოდ ამ ოთხ პარტიას შორის, კოლექტიურ ნაცმოძრაობას ვგულისხმობ, არამედ უშუალოდ პარტიის წევრებს შორისაც. დავალებას მიიღებს რადიკალური ოპოზიცია კოლექტიურად, რომ მიიღოს ამ არჩევნებში მონაწილეობა. ახლა ჩვენ წინასწარ არ ვიცით, როგორი დავალება იქნება, დაშლიან უფრო მეტ პარტიად, რომ მეტი ხელოვნური ბუნდოვანება შემოიტანონ საზოგადოებაში მოტყუების მიზნით თუ ეტყვიან, რომ ერთ პარტიად გაერთიანდითო თუ ა.შ. ამას უნდა დაველოდოთ," - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა.

 

დღის ამბები