23 აგვისტო 2026,   13:46
ვრცლად
გორის გვირაბში ავტომობილი ამობრუნდა - არის დაშავებული

გორის გვირაბში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მანქანის ამობრუნების შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. 

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში "რუსთავი 2-ს" განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის, ან უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

დღის ამბები