23 აგვისტო 2026,   18:25
ვრცლად
ისტორიული პროცესი ვატიკანში - რომის ახალი პაპის ინაუგურაციის შემდეგ მილოცვებს იღებს

ისტორიული პროცესი ვატიკანში. რომის 267-ე პაპის ინაუგურაციის ცერემონიის ძირითადი ნაწილი დასრულებულია. ამ წუთებში ახალ პაპი მილოცვებს იღებს.

ისტორიაში პირველი ამერიკელი პონტიფიკოსი, ლეო XIV იგივე რობერტ ფრენსის პრევო, უფლებამოსილების განხორციელებას დღეიდან უკვე ოფიციალურად შეუდგება.

საინაუგურაციო წირვაზე დასასწრებად, ყველაზე პატარა სახელმწიფოში 250 000-ზე მეტი მომლოცველი და მსოფლიო ლიდერები ჩავიდნენ, მათ შორის არის აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, კანადის პრემიერი მარკ კარნი. მსოფლიო ლიდერებთან ერთად, საინაუგურაციო ცერემონიას დაესწრო საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი.

ცერემონიის დაწყებამდე, ლეო მე-14 წმინდა პეტრეს მოედანზე ხალხს მიესალმა. 

დღის ამბები