"აღმოაჩინე იდეების ძალა" - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, TEDx-თან თანამშრომლობის ფარგლებში, უკვე მეორე წელია, საერთაშორისო დონის ინგლისურენოვან ღონისძიებას მასპინძლობს.
შეხვედრის სპიკერები როგორც ქართველი, ისე უცხოელი დარგის სპეციალისტები იყვნენ.
პროექტის მთავარი მიზანი ინოვაციური იდეების გაზიარება და მნიშვნელოვან საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.