საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდისა და ეროვნული ბანკის დელეგაცია გაერთიანებულ სამეფოში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წლიურ შეხვედრებს ესწრება.
დღეს, დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს საქართველოს საინვესტიციო ფორუმში, რომელიც ლონდონის საფონდო ბირჟისა და საქართველოს საელჩოს ინიციატივით გაიმართება. განიხილება საქართველოს საინვესტიციო გარემო და მხარდამჭერი პროგრამები.
რიგით მესამე ფორუმს 180-ზე მეტი ბიზნესმენი ესწრება.