ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა, უცხო ძალების გავლენები, დესტრუქცია და ღალატი - წარსულში და ახლა პარლამენტის წინაშე მდგარ გამოწვევებზე შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარის ყოველწლიური ანგარიშის ფარგლებში ისაუბრა. მისი განცხადებით, ბოლო 4 წლის განმავლობაში, საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობას წითელ ხაზად არეულობები და რევოლუციური მცდელობები გასდევდა.
ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასა და დღეს არსებულ გამოწვევებზე ოპოზიციაში საუბარი არ სურთ. ამბობენ, რომ მეთერთმეტე მოწვევის საკანონმდებლო ორგანო საზოგადოების ინტერესებს არ პასუხობს და მათ ბოიკოტსაც ეს განაპირობებს.
პარლამენტის ყოველწლიურ ანგარიშში, წარსულის გარდა, ყურადღება იმ გამოწვევებზეც გამახვილდა, რომელთან გამკლავებაც საკანონმდებლო ორგანოს ახლაც უწევს. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ქვეყნის ინტერესების დაცვა მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის მთავარი პრიორიტეტია.
მმართველი პარტია ოპონენტს და მათ უცხოელ პარტნიორებს კიდევ ერთხელ მიმარტავს, რომ სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ ნებისმიერ ქმედებას, შესაბამისი რეაგირება ექნება.