სპეციალურმა კომისიამ საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის თანამდებობაზე დასანიშნად ბექა მამარდაშვილის კანდიდატურა დაამტკიცა. კომისიას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ანრი ოხანაშვილი ხელმძღვანელობდა.
სხდომას ესწრებოდნენ კომისიის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა, თავდაცვისა და ადამიანის უფლებათა კომიტეტების თავმჯდომარეები, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე და სახალხო დამცველი. კომისიამ მამარდაშვილი სამ კანდიდატს შორის შეარჩია.