პრემიერ-მინისტრის ღია წერილს, რომლითაც ირაკლი კობახიძე შეერთებული შტატების პრეზიდენტს დონალდ ტრამპს და ვიცე პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს მიმართავს, პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა მმართველ გუნდში.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ კითხვები აქვთ, რატომ არ ხდება შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის მხრიდან სათანადო ყურადღების მიქცევა იმ ქვეყნის მიმართ, რომელიც "ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ აშკარად უსამართლოდ იყო დაჩაგრული".
"ყველა ნაბიჯი სტრატეგიული პარტნიორობის ჭრილში, ჩვენი ქვეყნის მხრიდან იყო პირნათლად შესრულებული. მიუხედავად ამისა, გლობალური დიფ სთეითის ზეგავლენით, იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენს ქვეყანას რამდენიმე წლის წინ გადაედგა ისეთი ნაბიჯები უკრაინაში ომის დაწყების შემდგომ, რაც არ შედიოდა საქართველოს ინტერესებში, რაც ჩვენი ქვეყნის საბოლოო ჩამონგრევას და დაქცევას მოასწავებდა და ეს ნაბიჯები არ გადადგა, ამ ყველაფრის ფონზე, შემდგომ უკვე დასჯილნი და დასანქცირებულნი კონკრეტული თანამდებობის პირები. საქართველოს და დონალდ ტრამპის პოზიციები ემთხვევა ერთმანეთს და ბუნებრივია, ამ ყველაფრის ფონზე, კითხვის ნიშანი ისმევა, თუ რატომ არ ხდება შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის მხრიდან სათანადო ყურადღების მიქცევა იმ ქვეყნის მიმართ, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ აშკარად უსამართლოდ იყო დაჩაგრული. დღეს, ქვედა პალატა იღებს დოკუმენტს, რომელსაც სრულიად ცინიკურად არქმევს მეგობარ აქტს,“ - აცხადებს დავით მათიკაშვილი.