"ჰამასმა" დღეს ორი წლის წინ, 7 ოქტომბერს გატაცებული ამერიკელი მძევალი, ედან ალექსანდერი უნდა გაათავისუფლოს. გამოცემა CNN-ის ინფორმაციით, ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ბოლო პერიოდში აქტიური მოლაპარაკებები აშშ-ის ადმინისტრაციასთან. 18 წლის მძევლის გათავისუფლებასთან დაკავშირებით თელ-ავივში დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს ელიან.
ღაზაში კი ისრაელის სამხედრო ოპერაცია გრძელდება.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, კონფლიქტის ზონაში "ცახალის" იერიშებს კიდევ 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არიან დაჭრილები. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, თავდასხმა იყო სკოლაზე, სადაც დევნილთა ბანაკია განთავსებული.