21 ივნისი 2026,   11:33
ვრცლად
ალბანეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

ალბანეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. მთავარი მეტოქეები მოქმედი პრემიერის სოციალისტური პარტია და ყოფილი პრემიერის კონსერვატორების ალიანსი არიან. მოქმედი პრემიერი ედი რამა მოსახლეობას ჰპირდება, რომ ყველაფერს გააკეთებს 2030 წლამდე ალბანეთის ევროკავშირში გასაწევრიანებლად. ყოფილი პრემიერი და ახლა უკვე კანდიდატი კი აშშ-ის სანქცირებულთა სიაშია. მას კორუფციასა და მექრთამეობაში ადანაშაულებენ.

140 დეპუტატს პროპორციული წესით აირჩევენ. წინასაარჩევნო კვლევებით, მოსახლეობის 49 პროცენტი სოციალისტური პარტიის მხარდამჭერია, 35 პროცენტი, კი ხმას ბერისას აძლევს.

დღის ამბები