21 ივნისი 2026,   11:34
ვრცლად
"ჩვენ ვთავაზობთ უკრაინას, მოლაპარაკებები დაუყონებლივ დაიწყოს 5 მაისს სტამბოლში... ვალდებული ვართ უკრაინასთან სერიოზული მოლაპარაკებები ვაწარმოოთ" - ვლადიმერ პუტინი

მოსკოვის პასუხი ევროპას - ლიდერების შეთავაზებას ვლადიმერ პუტინი ეხმაურება და კიევს პირდაპირ მოლაპარაკებების განახლებას სთავაზობს. 2022 წლის შემდეგ პირველად, შეხვედრის ადგილი ისევ სტამბოლი, მაგიდაზე კი ისევ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დოკუმენტია.

თემაზე განცხადებას აკეთებს რუსეთის პრეზიდენტი - ვლადიმერ პუტინი ამბობს, რომ ახლა დროა მხარეები კვლავ დაუბრუნდნენ მოლაპარაკების მაგიდას და ის ამ კუთხით ომში მყოფ ქვეყანას კონკრეტულ ლოკაციასა და დროს სთავაზობს. ვლადიმერ პუტინის თქმით, ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის, ქვეყანას, რომელსაც აქვს სურვილი, რომ ევროპის კონტინენტზე ომი დაასრულოს, შეუძლია 15 მაისს ჩავიდეს სტამბოლში და შეუერთდეს იმ მოლაპარაკებებს, რომელსაც რუსეთი ოფიციალურ კიევთან გამართავს.

პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ პუტინმა უკვე აცნობა ოფიციალურ თურქეთსაც. საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით სხვადასხვა მედიასაშუალებები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ოფიციალური ანკარა მზაობას გამოთქვამს რუსეთ-უკრაინის ომში მხარეებს შორის შუამავლობისთვის.

"ჩვენ ვთავაზობთ უკრაინას, რომ მოლაპარაკებები დაუყოვნებლივ დაიწყოს მომავალ ხუთშაბათს, 15 მაისს, სტამბოლში, სადაც ერთხელ უკვე გაიმართა და შეწყდა ჩვენი სურვილის საწინააღმდეგოდ. ხვალ ვგეგმავთ თურქეთის პრეზიდენტთან, ბატონ ერდოღანთან საუბარს. მინდა ვთხოვო მას თურქეთში მოლაპარაკებების შესაძლებლობა მოგვცეს იმ იმედით, რომ ის დაადასტურებს უკრაინაში მშვიდობის დამყარების სურვილს. ვალდებულნი ვართ, უკრაინასთან სერიოზული მოლაპარაკებები ვაწარმოოთ. მოლაპარაკებების მიზანია კონფლიქტის ძირითადი მიზეზების აღმოფხვრა და ისტორიული პერსპექტივიდან გრძელვადიანი, მდგრადი მშვიდობის დამყარება. არ გამოვრიცხავთ, რომ ამ მოლაპარაკებების მსვლელობისას, შესაძლებელი იქნება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ახალი შეთანხმების მიღწევა, რეალური ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელსაც არა მხოლოდ რუსეთი, არამედ უკრაინული მხარეც დაიცავს", - აცხადებს ვლადიმერ პუტინი.

დღის ამბები