22 აგვისტო 2026,   05:14
ვრცლად
"ევროკავშირის ელჩი ამბობდა და ამბობს პოლიტპატიმრების გამოშვებაზე და ადამიანების უფლებების დაცვაზე, ამიტომ გასაგებია რომ მას პოზიცია არ შეუცვლია" - ანა დოლიძე

მმართველი გუნდი ევროკავშირის ელჩის ორმაგ სტანდარტზე საუბრობს. კითხვაზე უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში და უნდა შესულიყვნენ თუ არა პარლამენტში - პაველ ჰერჩინსკიმ თქვა, რომ ის ქვეყნის შიდა საქმეებში ვერ ჩაერევა.

პასუხად, "ქართულ ოცნებაში" დღეს ელჩის არაერთი განცხადება გაიხსენეს, რომელიც მათი შეფასებით, სწორედ ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაა.

საუბარია ჰერჩინსკის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე, რომელიც მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისკენ მოწოდებას და ქვეყნის შიდა კანონმდებლობაზე შეფასებებს ეხება.

ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ ევროკავშირის ელჩი პოზიციას, ყოველთვის ადამიანის უფლებების პატივისცემასა და დაცვაზე ამახვილებდა და  მის მიერ ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა, "ქართულმა ოცნრბამ" ცრუდ წარმოადგინა. 

"ყველა ის თემა, რაზეც მოდიოდა პოზიციონირება ევროკავშირის ქვეყნებიდან, ეფუძნებოდა იმ ვალდებულებებს, რაც ჰქონდა აღებული "ქართულ ოცნებას" წერილობით. იქნება ეს ასოცირების შეთანხმება თუ ევროკავშირის კანდიდატი სტატუსი, "ოცნებას" ავალდებულებს დემოკრატიული რეფორმები ჩაატაროს, ისევე როგორც არსებობდეს ადამიანის უფლებების პატივისცემა და როდესაც ამაზე მოდის რეაგირება ეს არის ცრუდ წარმოდგენილი ჩარევა,"- აცხადებს "გახარია საქართველოსთვის“ წევრი, თეონა აქუბარდია.

პარტიის ”ანა დოლიძე - ხალხისთვის” დამფუძნებელი, კოალიცია ”ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ანა დოლიძე: - "ევროკომისია თავისი თავისებურებიდან გამომდინარე ახალ არჩევნებს არ ასახელებს, ევროკავშირის ელჩი ამბობდა და ამბობს პოლიტპატიმრების გამოშვებაზე და ადამიანების უფლებების დაცვაზე. ამიტომ გასაგებია რომ მას პოზიცია არ შეუცვლია. მორე არის ევროპარლამენტის მკაცრი პოზიცია, რომ აქ, ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს,"- აღნიშნავს​ ანა დოლიძე. 

დღის ამბები