23 აგვისტო 2026,   12:27
ვრცლად
"ახლა უკვე ევროპაში გადაბარგებული "დიფ სთეითი" ცდილობს, საქართველოს ზიანი ამერიკის მხრიდანაც მიაყენოს" - გურამ მაჭარაშვილი

თბილისში პოლიტიკური შეფასებების თემაა ევროკომისიის პრესსამსახურის განცხადება, სადაც თქვეს, რომ კონგრესის მიერ "მეგობარი აქტის" მიღება აჩვენებს, რომ საერთაშორისო საზოგადოება ყურადღებით აკვირდება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. "ინტერპრესნიუსს" ევროკომისიის პრესსამსახურში განუცხადეს, რომ

ხელისუფლების ქმედებები შორსაა იმისგან, რასაც კანდიდატი ქვეყნისგან ელოდებიან. პასუხად "ქართულ ოცნებაში" "დიფ სთეითის" მოქმედებებზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ შეერთებულ შტატებში დაწყებული თემა ახლა ევროპაში გაააქტიურეს. შეფასება გაკეთდა ოპოზიციურ პარტიებშიც.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ევროპაში გადაბარგებული "დიფ სთეითი" ცდილობ, ამერიკის მხრიდანაც მიაყენოს ზიანი საქართველოს.

"ახლა უკვე ევროპაში გადაბარგებული "დიფ სთეითი" ცდილობს, რომ ამერიკის მხრიდანაც ზიანი მიაყენოს საქართველოს, ეს არის თავი-ბოლო ე.წ. მეგობარი აქტი. ეს არის მოცემულობა.

ევროკავშირის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა თქვა, რომ საქართველოსთან მიმართებაში არ ამართლებს სანქციები - მიხვდნენ იმას, რომ პირიქით, უსამართლოდ დაწესებული სანქციები საქართველოში იწვევს საზოგადოების მობილიზებას.

ეს ნიშნავს, რომ შენ ქვეყანას სუვერენიტეტსაც ართმევენ", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

დღის ამბები