22 აგვისტო 2026,   10:09
ვრცლად
"ადამიანის განვითარების ინდექსის" მიხედვით, 193 ქვეყანას შორის საქართველო 57-ე ადგილზეა - რეიტინგი გამოცემა "ეკონომისტმა" გამოაქვეყნა

გამოცემა "ეკონომისტმა" "ადამიანის განვითარების ინდექსი" გამოაქვეყნა, ანგარიში  მსოფლიო ქვეყნების 2023 წლის მონაცემებს მოიცავს.

ინდექსის მიხედვით, 193 ქვეყანას შორის საქართველო 57-ე ადგილზეა. სარეიტინგო პოზიციის ხანგძლივი ანუ შვიდ წლიანი გაუმჯობესებით კი, საქართველო მსოფლიოში მეშვიდეა.

"ადამიანის განვითარების ინდექსს" სიცოცხლის ხანგრძლივობით, განათლებით და შემოსავლის ოდენობით ადგენენ.

ანგარიშში წერია, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ქვეყნებისთვის დამაბრკოლებელი იყო კორონავირუსის პანდემია და ამის გამო შექმნილი ეკონომიკური პრობლემები.

 

 

დღის ამბები