23 აგვისტო 2026,   13:22
ვრცლად
"შუალედური დასკვნა პროკურატურამ რამდენიმე თვის წინ გაასაჯაროვა, სადაც კიდევ ერთხელ გაჟღერდა, რომ გაყალბების არავითარი ნიშანი არ არსებობდა" - არჩილ გორდულაძე "ლელოს" განცხადებაზე

"შუალედური დასკვნა პროკურატურამ რამდენიმე თვის წინ გაასაჯაროვა, სადაც კიდევ ერთხელ გაჟღერდა, რომ გაყალბების არავითარი ნიშანი არ არსებობდა, არავითარ დარღვევას არ ჰქონია ადგილი," - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე საუბრობს.

ამ განცხადებით, გორდულაძე ეხმაურება "ლელო" მიერ ინფორმაციის მოთხოვნას, არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე, რა ეტაპზეა გამოძიება 4 თვის შემდეგ.

პროკურატურაში 2024 წლის არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე განცხადება შეიტანა. პარტიამ მოითხოვა ინფორმაციის მიწოდება, თუ რა ეტაპზეა გამოძიება 4 თვის შემდეგ.

"შუალედური დასკვნა პროკურატურამ რამდენიმე თვის წინ გაასაჯაროვა, სადაც კიდევ ერთხელ გაჟღერდა, რომ გაყალბების არავითარი ნიშანი არ არსებობდა, არავითარ დარღვევას არ ჰქონია ადგილი. თუ ვინმეს ჰქონდა სავარაუდო დარღვევებთან დაკავშირებული ინფორმაცია, მიეწოდებინათ საგამოძიებო ორგანოებისთვის, მაგრამ ასეთი რამ არ მომხდარა, რადგან ბუნებაში არ არსებობს," - აცხადებს არჩილ გორდულაძე.

 

 

დღის ამბები