23 აგვისტო 2026,   15:59
ვრცლად
პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვის" რომ გამოაცხადეს დემოკრატიის საფრთხედ და ექსტრემისტულ ორგანიზაციად, ეს პარტია ხელისუფლებაში ხალხს ხოცავდა? ქონებებს ართმევდა? აწამებდა? - გურამ მაჭარაშვილი

გერმანიაში მიღებული გადაწყვეტილება პოლიტიკური შეფასებების თემაა თბილისში - მმართველ გუნდში ორმაგ სტანდარტზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ის რაც ევროპაში დაშვებული და დემოკრატიულია, საქართველოსთვის აკრძალულია.

"მიუხედავად იმისა, რომ გერმანიის ელჩი სამწუხაროდ არ პასუხობს ხოლმე ისეთ კითხვებს, რომელიც, მინიმუმ უხერხულია მისთვის, მაინც დავსვამ კითხვას გერმანიის ელჩის მიმართ: ეს პარტია, "ალტერნატივა გერმანიისთვის" რომ გამოაცხადეს დემოკრატიის საფრთხედ და ექსტრემისტულ ორგანიზაციად, ეს პარტია ხელისუფლებაში ხალხს ხოცავდა? ქონებებს ართმევდა? აწამებდა? თუ რას აკეთებდა? ხოლო საერთაშორისო სასამართლოთი დადგენილია, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არის დანაშაულებრივი სისტემის შემქმნელი პოლიტიკური პარტია. გერმანიის ელჩი გამოვიდეს ახლა და აგვიხსნას, რომ რატომ არის "ნაციონალური მოძრაობა" ევროპული ღირებულებების მქონე პარტია და "ალტერნატივა გერმანიისთვის" ექსტრემისტული პარტია", - განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, გერმანიის სადაზვერვო სააგენტომ პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვის" ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა. ინფორმაციას საერთაშორისო მედია ავრცელებს. სადაზვერვო სააგენტო, რომელიც პასუხისმგებელია გერმანიის კონსტიტუციური წყობის დაცვაზე, აცხადებს, რომ ეს ნაბიჯი "ინტენსიური და ყოვლისმომცველი" შესწავლის შემდეგ მიიღო.

დღის ამბები