23 აგვისტო 2026,   21:23
ვრცლად
ბედავენ ეს არაკაცები და იძახიან, რაღაცები დადგმულიაო, ქილიკობენ, სანამ პირში სული მიდგას, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ყველაფერი არასდროს არ დაბრუნდეს - ალუდა ღუდუშაური

"ბედავენ ეს არაკაცები და იძახიან, რაღაცები დადგმულიაო, ქილიკობენ," - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა "2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი" საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ყველაფერი გაკეთდება, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არასდროს დაბრუნდეს.

"ჭირისუფალ ხალხს თვალებში ჩახედეთ. კიდევ ბედავენ ეს არაკაცები და იძახიან, რაღაცები დადგმულიაო, ქილიკობენ. სანამ პირში სული მიდგას, ორ შვილს ვფიცავ, ესენი ვერასოდეს სადმე კი არ მოვლენ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ყველაფერი არასდროს არ დაბრუნდეს," - აღნიშნა ალუდა ღუდუშაურმა.

 

დღის ამბები