ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკასთან გაფორმებულ წიაღისეულის შეთანხმებას სამართლიანს უწოდებს. როგორც ზელენსკი აცხადებს, უკრაინის მთავრობა დაინტერესებულია, რომ შეთანხმებაში შეფერხებები არ იყოს.
ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტმა შეაქო სამთავრობო გუნდი და განაცხადა, რომ დოკუმენტი მომზადების პროცესში მნიშვნელოვნად შეიცვალა.
"წიაღისეულის შესახებ შეთანხმებაში ვალი არ არის. იქმნება ფონდი - აღდგენის ფონდი, რომელიც უკრაინაში ინვესტირებას განახორციელებს და ფულს აქ გამოიმუშავებს. ეს არის ამერიკასთან ერთად სამართლიანი პირობებით მუშაობა, როდესაც, როგორც უკრაინის სახელმწიფოს, ასევე, შეერთებულ შტატებს პარტნიორობით შეუძლიათ ფულის გამომუშავება, რაც თავდაცვაში გვეხმარება. შეთანხმება სამართლიანია და რატიფიკაციისთვის რადას წარედგინება", - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.