ჩეხეთის რესპუბლიკაში მოგზაურობის დროს, ორმა ტურისტმა, ტყის პირას სეირნობისას 340 000 დოლარზე მეტი ღირებულების საგანძური იპოვა, რომელიც მუზეუმს გადაეცა. ინფორმაციას cbsnews-ი ავრცელებს.
"აღმოსავლეთ ბოჰემიის" მუზეუმის ცნობით, ტურისტებმა ოქროს მონეტები, სამკაულები და თამბაქოს ტომრები იპოვეს.
მუზეუმის სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, ნაპოვნი ნივთების წონა დაახლოებით 15 ფუნტი იყო. მუზეუმში განაცხადეს, რომ საგანძური ორ სხვადასხვა კონტეინერში იპოვეს, რომელიც ხელოვნური ქვის კედელში იყო მოთავსებული.
თავდაპირველად ტურისტებმა შენიშნეს ალუმინის ქილა, რომელშიც 598 ოქროს მონეტა იყო, სვეტებად დაყოფილი და შავი ქსოვილით გახვეული. ადგილობრივი მედიის ცნობით, საგანძური 7.5 მილიონ ჩეხურ კრონად იყო შეფასებული, რაც დაახლოებით 341 000 აშშ დოლარს შეადგენს.