23 აგვისტო 2026,   16:02
ვრცლად
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ არჩილ კოჭლამაზაშვილს დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მოუსმენენ

საკანონმდებლო ორგანოში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ, საქართველოს პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, სამუშაო ჯგუფი შეიქმნება.

იურიდიული კომიტეტი დღესვე კანდიდატ არჩილ კოჭლამაზაშვილთან გასაუბრებასაც გამართავს. კოჭლამაზაშვილი 2020 წლის დეკემბრიდან საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლეა.

შეგახსენებთ, რომ კანდიდატურის დამტკიცებას 76 დეპუტატის ხმა სჭირდება.

დღის ამბები