ახალგაზრდული ფესტივალი - "სტუდ-ფესტი 2025" პადელის ჩემპიონატით გაიხსნა. გამოვლინდნენ პადელის გამარჯვებულები.
მასშტაბურ ფესტივალში, რომელიც რამდენიმე თვე გაგრძელდება, საერთო ჯამში, დაახლოებით, 25 000 სტუდენტი მიიღებს მონაწილეობას.
დაგეგმილია უნივერსიტეტებს შორის სხვადასხვა სპორტის სახეობაში ტურნირები, ასევე კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებები. ფესტივალი სექტემბრის ბოლოს დასრულდება.