22 აგვისტო 2026,   09:38
ვრცლად
კახეთში ავტომობილი საკუთარ სახლთან მჯდომ ცოლ-ქმარს შეეჯახა - ორივე მათგანი დაიღუპა

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გავრცელებული ინფორმაციით, დიდი სისწრაფით მოძრავი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და საკუთარ ეზოსთან მსხდარ ცოლ-ქმარს შეეჯახა, ისინი ადგილზე დაიღუპნენ.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში "რუსთავი 2-ს" განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის, ან უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც, ადამიანის სიცოცხლის დაღუპვა გამოიწვია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ავტომობილის მძღოლი დაკავებულია.

დღის ამბები