22 აგვისტო 2026,   09:42
ვრცლად
ახალშობილი ელიას ბარათელი, რომელსაც დაბადებიდან მალევე ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, მკურნალობას საზღვარგარეთ განაგრძობს

ახალშობილი ელიას ბარათელი, რომელსაც დაბადებიდან რამდენიმე დღეში, თირკმლის ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, მკურნალობას საზღვარგარეთ განაგრძობს.

ელიას ბარათელი, 16 აპრილს, თურქეთში, ბავშვთა ონკოლოგიის საზღვარგარეთ მკურნალობის სახელმწიფო პროგრამით, კლინიკა "მემორიალში" გაემგზავრა. 18 წლამდე ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ყველა ბენეფიციარს, სახელმწიფო, საქართველოსთან ერთად, მკურნალობას სრულად უფინანსებს ესპანეთის, ისრაელისა და თურქეთის წამყვან, მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო დაწესებულებებში.

პროგრამა თითოეული პაციენტს თანაბარ შესაძლებლობას აძლევს მიიღოს თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებისა და მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება. ამასთან, ოჯახებს მნიშვნელოვნად უმსუბუქდებათ ის ფინანსური წნეხი, რომლის წინაშეც, ონკოლოგიურ დაავადებებთან ბრძოლისას დგებიან - მათ აქვთ საშუალება, ბავშვების მკურნალობის პროცესზე კონცენტრირდნენ და უფრო აქტიურად ჩაერთონ მასში.

პროგრამა 2023 წლის აგვისტოდან ამოქმედდა. სამკურნალო პაკეტი მოიცავს დიაგნოსტიკასა და სტანდარტული მკურნალობის კურსს: ქიმიოთერაპიას, სხივურ თერაპიას, ოპერაციულ ჩარევასა და საჭიროების შემთხვევაში - პროტონოთერაპიას.

დღის ამბები