24 აგვისტო 2026,   22:32
ვრცლად
ლევან მახაშვილი სტუდენტური პარლამენტის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი სტუდენტური პარლამენტის წარმომადგენლებს შეხვდა.

"ლევან მახაშვილი ახალგაზრდებს საქართველოში პარლამენტარიზმის განვითარების ეტაპებზე ესაუბრა. ასევე, მიმოიხილა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები და ის შიდა და გარე ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენდნენ ამ ურთიერთობების შემდგომ განვითარებაზე.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ახალგაზრდების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა და მომავალი შეხვედრებისთვის მზადყოფნა გამოთქვა", - აღნიშნულია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღის ამბები