რუსეთის პრეზიდენტს, აგვისტოს ომის შემდეგ, მხედრულ სალამს წითელ მოედანზე აძლევენ უკრაინის, პოლონეთის, დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის და საფრანგეთის შეიარაღებული ძალები ,” - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ის აღნიშნავს, ალბათ, იმიტომ, რომ "ჩვენი ომი ომი არ იყო".
"ზოგიერთი ქვეყნის ლიდერის 9 მაისს მოსკოვში ჩასვლის წინააღმდეგ ბრიუსელის მუქარის ფონზე, ძნელია, არ გაიხსენო აგვისტოს ომიდან რამდენიმე თვეში, 2010 წლის 9 მაისი, წითელი მოედანი…
რუსეთის პრეზიდენტს მხედრულ სალამს აძლევენ… უკრაინის, პოლონეთის, დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის, საფრანგეთის შეიარაღებული ძალები.
ალბათ, იმიტომ, რომ
ჩვენი ომი ომი არ იყო,
ჩვენი სისხლი სისხლი არ იყო,
ჩვენი ცრემლი ცრემლი არ იყო..." - წერს პაპუაშვილი.