საგამოძიებო კომისია მუშაობას ხვალიდან განაახლებს. გაფართოებული მანდატის ფარგლებში სხდომაზე დაბარებულია გიორგი გახარია. კანონმდებლებს ექსპრემიერთან შეკითხვები აქვთ, შსს-ისა და პრემიერობის პერიოდში გაწეულ საქმიანობასა და მიღებულ გადაწყვეტილებებზე. მათ შორისაა 20 ივნისის მოვლენებიც. სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ 20 ივნისის საქმეზე სახელმწიფოსთან მიმართებით არა, თუმცა კითხვები აქციის დაშლის ოპერაციასა დაგეგმვისა და განხორციელების კუთხით არსებობს. უპასუხებს თუ არა გახარია, საგამოძიებო კომისიის შეკითხვებს ჯერჯერობით უცნობია. კომისიას უნდობლობას უცხადებენ სხვა ოპოზიციურ პარტიებში
"მიზანი არის კრიტიკულად განწყობილი ადამიანების დასჯა, ციხეში ჩასმა და კონკრეტული პარტიების, მათ შორის, პირველ რიგში, "ნაციონალური მოძრაობის" გაუქმება, ასევე საქართველოს ისტორიის გადაწერა. რაც შეეხება კომისიის პროცედურებს თუ როგორ გააფართოებენ და ვადებს, ამას პრინციპული მნიშვნელობა არა აქვს, იმიტომ, რომ მთავარი არის ის მიზანი, რასაც ეს ე.წ. კომისია ემსახურება", - აცხადებს პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი.