"თუ ვინმეს შეუძლია, რომ რუსეთს ომის დასრულება აიძულოს, ეს ალბათ, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპია," - ეს განცხადება პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ გააკეთა.
მისივე თქმით, ევროპისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშვიდობა სამართლიანი და ხანგრძლივი იყოს.
"საკითხავი ის არის, თუ რამდენად მტკიცედ ექნება მას ეს გადაწყვეტილი, რადგან ევროპისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშვიდობა სამართლიანი და ხანგრძლივი იყოს. დონალდ ტრამპის პირველი ვადისას "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის შეჩერება ამის მტკიცებულებაა, მან იცის სად შეუძლია მეორე მხარისთვის ზიანის მიყენება," - განაცხადა ანდჟეი დუდამ.