"უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება არ უნდა მოიხსნას დღის წესრიგიდან," - ეს განცხადება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ გააკეთა.
მისი თქმით, ეს სამომავლო ტრანსატლანტიკური უსაფრთხოებისთვის ყველაზე იაფი კონტრიბუცია იქნება.
"ეს ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებას ეხება. ეს ეხება ჩვენს წვლილს. უკრაინას ახლა ჰყავს 100 ბრიგადა, რომლებსაც გააჩნიათ ყოველდღიური ბრძოლის გამოცდილება. რა თქმა უნდა, ეს იქნება რეალური, ნამდვილი კონტრიბუცია სამომავლო ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებაში. სხვათა შორის, ყველაზე იაფი კონტრიბუცია," - განაცხადა სიბიგამ.