სულ მალე, მატარებლის მემანქანეები და მათი თანაშემწეები ახალ, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამის მართვის მოწმობებს მიიღებენ. შეცვლილი კანონმდებლობის მიხედვით, მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, სახელმწიფო რეგულირებას დაექვემდებარა და რეფორმის ფარგლებში, უსასყიდლოდ გაიცემა.
რეფორმის ფარგლებში განხორციელდა სხვა, არაერთი სიახლე. რეგულირებას დაექვემდებარა კომპანიების მხრიდან სარკინიგზო უსაფრთხოების მართვა, სარკინიგზო შემთხვევების და ინციდენტების მოკვლევა. ინერგება სახიფათო ტვირთის გადაზიდვის ახალი წესები.
სარკინიგზო რეფორმა ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე, ევროკავშირის სარკინიგზო რეგულაციების და დირექტივებს შესაბამისად მიმდინარეობს. აღსანიშნავია ისიც, რომ ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ბოლო წლებში საქართველოს რკინიგზის დატვირთვა იზრდება. 2024 წელს გადაზიდვები 2,6 პროცენტით გაიზარდა და ტვირთის მოცულობამ ჯამში 12,2 მლნ ტონა შეადგინა.
ჩვენს ქვეყანაში სარკინიგზო ტრანსპორტის დარგს 150 წლიანი ისტორია აქვს. სპეციალისტები რეფორმირების შედეგად, კონკურენტუნარიანობის კიდევ უფრო გაზრდას და სფეროს მიმართ კომერციული ინტერესების გააქტიურებას პროგნოზირებენ.
ავტორი: ირაკლი კოშაძე.