22 აგვისტო 2026,   11:06
ვრცლად
"საერთაშორისო გამჭვირვალობა", "საფარი", "სირცხვილია" და "ევროპული ორბიტა" - პარლამენტის თავმჯდომარე 9 აპრილის აქციაზე დაპირისპირების პროვოცირებაში კონკრეტულ არასამთავრობო ორგანიზაციებს ადანაშაულებს

"საერთაშორისო გამჭვირვალობა", "საფარი", "სირცხვილია" და "ევროპული ორბიტა" - დაპირისპირების პროვოცირებაში პარლამენტის თავმჯდომარე კონკრეტულ არასამთავრობო ორგანიზაციებს ადანაშაულებს. შალვა პაპუაშვილის თქმით, 9 აპრილის აქციის რეალური ორგანიზატორი მესამე სექტორი იყო, რომელმაც დავალება უცხოელი დამფინანსებლებისგან მიიღო და მემორიალთან მისვლის შესაძლებლობა მოქალაქეებს შერჩევით მისცა. პარლამენტის სპიკერი დიპლომატიური მისიებისაგან კონკრეტულ პასუხს ითხოვს.

9 აპრილის მემორიალთან მივიდნენ, თუმცა პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებზე ამ დრომდე არაფერი უთქვამთ დიპლომატიურ მისიებს. "კურიერი" დაინტერესდა რა პოზიცია აქვთ, შვედეთის, შტატებისა და გერმანიის საელჩოებს მემორიალთან მომხდარ დაპირისპირებაზე და გმობენ თუ არა საპროტესტო აქციის ორგანიზატორების მხრიდან საზოგადოების დაყოფის გადაწყვეტილებას?- "კურიერის" ელექტრონულ შეტყობინებაზე, საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებს ამ დრომდე პასუხი არ გაუციათ.

9 აპრილის მემორიალთან მისვლის საშუალება არ მისცეს, თავად 9 აპრილის მონაწილეებს. ვითარების განსამუხტად სამართალდამცველების ჩარევა გახდა საჭირო მაშინაც, როცა დაღუპული გმირების მემორიალთან არ მიუშვეს საკრებულოს "ქართული ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი და პოლიტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი სტუდენტებთან ერთად.

9 აპრილის აქციამდე ერთი დღით ადრე, არასამთავრობო სექტორი აქტიურობდა სოციალურ ქსელში. ორგანიზაციების წარმომადგენლები წერდნენ და ერთმანეთს აფრთხილებდნენ , რომ კონკრეტული ადამიანები და მათ შორის "ქართული ოცნების" წევრები მემორიალთან არ უნდა მიეშვათ. ანალოგიური შინაარსის მოწოდებები ისმოდა აქციიდანაც.

ორგანიზატორების მოწოდებები მიუღებელი აღმოჩნდა, ცალკეული ოპოზიციური პარტიებისთვის. განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ პარტიების მეორე ნაწილში.

სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ მემორიალთან განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებელი ოპოზიცია და ის არასამთავრობო სექტორია, ვინც უცხოურ დაფინანსებას დასავლეთიდან იღებს. უმრავლესობის განცხადებით, სწორედ უცხოური ძალების ინტერესშია, ქვეყანაში დაპირისპირების გაღვივება.

9 აპრილის ტრაგედიიდან 36 წელი გავიდა. საბჭოთა არმიის მხრიდან მშვიდობიანი მოქალაქეების დარბევას 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დღის ამბები