23 აგვისტო 2026,   19:49
ვრცლად
სურსათის ეროვნულ სააგენტოში რძის მწარმოებელ ბიზნეს ოპერატორებთან და ასოციაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

სურსათის ეროვნულ სააგენტოში რძის მწარმოებელ ბიზნეს ოპერატორებთან და ასოციაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა - შეხვედრაში სექტორის 40-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა.

ოფიციალური ინფორმაციით, სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა ყურადღება კონტროლის მექანიზმებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს, მწარმოებელ კომპანიებსა და სარეალიზაციო ობიექტებში 4 786 კონტროლი განახორციელა; დარღვევების მაჩვენებელმა კი აპრილის მონაცემებით, 3,3 პროცენტი შეადგინა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, რძის მწარმოებელ კომპანიებს წელიწადში საშუალოდ 10-ჯერ ამოწმებენ.

დღის ამბები