23 აგვისტო 2026,   14:18
ვრცლად
გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ, კიდევ ოთხ ქართველ ოფიციალურ პირს სანქციები და სავიზო შეზღუდვა დაუწესა

გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ, კიდევ ოთხ ქართველ ოფიციალურ პირს სანქციები და სავიზო შეზღუდვა დაუწესა. ესენი არიან გენერალური პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი, შს მინისტრის მოადგილე შალვა ბედოიძე, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მირზა კეზევაძე და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კოკა კაციტაძე.

სანქციები ითვალისწინებს როგორც აქტივების გაყინვას, ასევე სამოგზაურო აკრძალვას.

ბრიტანეთის განმარტებით, სანქციების ეს პაკეტი მიმართულია საქართველოს ოფიციალური პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებზე, 2020 წლის ადამიანის უფლებების გლობალური სანქციების რეგულაციის თანახმად.

 

დღის ამბები