23 აგვისტო 2026,   18:48
ვრცლად
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საკითხზე დებატი დღეს შედგება

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საკითხზე დებატი დღეს შედგება. დაგეგმილია რეზოლუციის მიღებაც. კენჭისყრა სტრასბურგში გაიმართება. ტექსტის პირველადი ვერსია რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ასევე განიხილავს საქართველოს საკითხზე უკვე მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებულ შემდგომ ქმედებებს, რომელიც საქართველოს დელეგაციის მანდატების რატიფიცირებას ეხება.

29 იანვარს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც საქართველოს მომდევნო თვეებში ახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს.

დღის ამბები