21 ივნისი 2026,   18:46
ვრცლად
უკრაინული მხარის ცნობით, ბოლო 24 საათში რუსეთმა ქვეყანას სხვადასხვა ტიპის 55 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტია - რა ვითარებაა ომის 1 141-ე დღეს

ომის 1 141-ე დილა უკრაინაში ისევ განგაშის და აფეთქებების ფონზე გათენდა. საოკუპაციო ძალებმა დაბომბეს დონეცკის ოლქის ქალაქი კრამატორსკი. სამიზნე ისევ მშვიდობიანი მოქალაქეები იყვნენ. დაიჭრა 17 ადამიანი, მათ შორის 1 ბავშვი.

რუსეთის სამიზნე იყო ქალაქი დნეპროც, სადაც საცხოვრებელ კორპუსებზე თავდასხმის შედეგად 15 მოქალაქე დაშავდა. დრონებით მორიგი შეტევა იყო ხარკოვზეც. ქალაქის საცხოვრებელი და სამრეწველო რაიონების დაბომბვის გამო ორი ადამიანი დაიჭრა. გაჩნდა ხანძარი.

უკრაინული მხარის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში რუსეთმა ქვეყანას სხვადასხვა ტიპის 55 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტია. ამ ფონზე ქვეყნის პრეზიდენტი დახმარებას ევროპულ ქვეყნებს სთხოვს და კოალიციის შექმნას სთავაზობს.

მოსკოვი კი აშშ-სთან დადებული შეთანხმების დარღვევაში კიევს ადანაშაულებს. რუსეთში ირწმუნებიან, რომ უკრაინა მათ ენერგოობიექტებზე დარტყმებს განაგრძობს.

რუსეთ-უკრაინის ომს ყურადღებით აკვირდება NATO. ალიანსის გენერალური მდივანი მსოფლიო ლიდერებს ვლადიმერ პუტინზე ზეწოლისკენაც მოუწოდებს.

რუსეთის მხრიდან შესაძლო თავდასხმას განიხილავენ ევროპის ქვეყნებიც და პასუხად თავდაცვას აძლიერებენ. პარალელურად, კიევს სამხედრო დახმარების გაზრდასაც ჰპირდებიან. თუმცა, სანამ მსოფლიო მსჯელობს, უკრაინაში ომს ისევ მშვიდობიანი მოქალაქეები ეწირებიან.

დღის ამბები