23 აგვისტო 2026,   12:10
ვრცლად
ცვლილებები "გრანტების შესახებ კანონში" - მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ ახალი საკანონმდებლო ინიციატივა ქვეყანაში ე.წ. შავი ფულის საფრთხეების პრევენციას უზრუნველყოფს

მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ ახალი საკანონმდებლო ინიციატივა ქვეყანაში ე.წ. შავი ფულის საფრთხეების პრევენციას უზრუნველყოფს. ცვლილებები კანონში, გრანტის გამცემ დონორ ორგანიზაციას ავალდებულებს ტრანშის განხორციელებამდე მთავრობის ნებართვა მოიპოვოს. ამიერიდან უცხოური გრანტების მიზნობრიობას და გამჭვირვალეობას ანტიკორუფციული ბიურო შეამოწმებს. ბიუროს უფლება ექნება, გამოითხოვოს და შეამოწმოს პროექტთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი. უმრავლესობის ლიდერის თქმით, რეგულაციის მიმართ მესამე სექტორის ნეგატიური რეაქცია და მისი რუსულად მოხსენიება ადასტურებს, რომ ენჯეოების უმრავლესობა არაკეთილსინდისიერად ოპერირებს.

საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივას მესამე სექტორმა ერთობლივი განცხადებით უპასუხა. არასამთავრობოები, ვისზეც უცხოური საგრანტო ფინანსების ყველაზე დიდი ნაწილი მოდის, ხელისუფლების გადაწყვეტილების წინააღმდეგ ბრძოლას აანონსებენ.

რევოლუციის მცდელობა, ძალადობრივი აქციებისა და აქტივობების განხორციელება - პრემიერ-მინისტრის თქმით, ბოლო წლების განმავლობაში, ეს ქართული NGO-ების უმრავლესობისთვის მთავარი საქმიანობა იყო. ირაკლი კობახიძე გამჭვირვალე გრანტების მიზნობრიობის შესწავლას, ჯანსაღი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების წინაპირობად მიიჩნევს.

მესამე სექტორის პოზიცია დღეს ტრადიციულად ხელისუფლების ოპონენტებმა დაიცვეს. ოპოზიცია მმართველი გუნდის მხრიდან სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვაზე საუბრობს.

ოპოზიცია და ენჯეოები საერთო ლობისტური ქოლგის ქვეშ მოქმედებენ - ასეთია საპარლამენტო უმრავლესობის პოზიცია. კანონმდებლების თქმით, დონორების თანხები რომ ხშირ შემთხვევაში არამიზნობრივად იხარჯებოდა, ეს ევროკომისიის აღიარებამ, აუდიტის დასკვნამ და USAID-ის საქმემაც დაადასტურა.

ცვლილებები გრანტების შესახებ კანონში საგაზაფხულო სესიაზე დაჩქარებული წესით უნდა დამტკიცდეს. ახალი კანონით შეზღუდვები სპორტულ ასოციაციებს, ფედერაციებს და განათლების სფეროს არ შეეხება.

დღის ამბები