23 აგვისტო 2026,   18:49
ვრცლად
სოფელ დიდ ლილოში სპორტული კომპლექსი აშენდა

სოფელ დიდ ლილოში სპორტული კომპლექსი აშენდა. სამუშაოებს თბილისის მერი, კახა კალაძე გაეცნო.

კომპლექსის პირველ სართულზე მოეწყო 700-სი კვადრატული მეტრის ჭიდაობის დარბაზი, 200 ერთეული ტრიბუნით, გასახდელებითა და სველი წერტილებით. ამავე სართულზე განთავსებულია ექიმის, მსაჯების, უსაფრთხოებისა და ადმინისტრაციის ოთახები.

კომპლექსის მეორე სართული დაეთმო ფიტნეს დარბაზს სველი წერტილებითა და გასახდელებით.

პროექტი თბილისის მერიამ განახორციელა. სამუშაოების ღირებულებამ 6 მილიონამდე ლარი შეადგინა.

დღის ამბები