22 აგვისტო 2026,   08:45
ვრცლად
მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, რესტორან "გაგრის" მიმდებარედ, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, რესტორან "გაგრის" მიმდებარე ტერიტორიაზე, გზის სავალ ნაწილზე ბზარები შეინიშნება, რისთვისაც საჭიროა გადაუდებელი სამუშაოების ჩატარება, - ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

"უსაფრთხოების მიზნით, მიმდინარე წლის 7 აპრილიდან გზის დაზიანებულ მონაკვეთში, უკიდურეს მარჯვენა ზოლში საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!", - აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები