"გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში" - პროგრამის ფარგლებში 150-ზე მეტ მასწავლებელს სერტიფიკატები და სახელმძღვანელოები გადაეცა.
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი პროგრამას დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით 2021 წლიდან ახორციელებს და ჯამში 7000-ზე მეტი პედაგოგია გადამზადებული.