ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს. მხარეები საოკუპაციო ხაზთან ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების შესახებ იმსჯელებენ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ 7 მოქალაქე დააკავეს. 3 მათგანის გათავისუფლება ოპერატიულად მოხერხდა. ამავე პერიოდში, დაფიქსირდა უკანონო ბორდერიზაციის 6 შემთხვევა.