22 ივნისი 2026,   01:30
ვრცლად
უკრაინაში რუსეთის საოკუპაციო ძალების იერიშს 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 5 წლის ბავშვია

რუსეთის საოკუპაციო ძალები უკრაინაზე იერიშებს განაგრძობს. კიევზე შეტევას 3 ადამიანის, მათ შორის, 5 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებულთა რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.

სამიზნე გახდა დნიპროვსკის უბანში მდებარე მაღალსართულიანი საცხოვრებელი სახლები, რომლებიც აფეთქებების შედეგად განადგურებულია.

თავდასხმა უპილოტო საფრენი აპარატებით, დაახლოებით დილის 6 საათზე მოხდა. ადგილზე სამაშველო და სახანძრო სამსახურები ამ დრომდე მუშაობენ.

დღის ამბები