ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს გააუქმოს"ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ" კანონი.
კომიტეტმა საქართველოს წინააღმდეგ იდენტობის საქმეების ჯგუფის აღსრულების პროგრესი შეაფასა. კომიტეტის შეფასებით, კანონის მიღება უკან გადადგმული ნაბიჯია და საქართველოს მიერ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების შესრულებას სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.