22 აგვისტო 2026,   06:22
ვრცლად
საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში იაპონური ბაღის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში იაპონური ბაღის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს. ბაღი 250 კვ.მ ფართობზეა გაშენებული და მასში იაპონური ხელოვნების ნიმუშებია განთავსებული, მათ შორის ტორის ჭიშკარი, მინიატიურული ხიდი, ტასოტოს სტილის ქვის კოშკი და სხვა.

აღდგენის სამუშაოები თბილისის მერიის, საქართველოში იაპონიის საელჩოს მხარდაჭერითა და პარტნიორობით ხორციელდება. სარეკონსტრუქციო სამუშაოები 10 მარტს დასრულდება და ვიზიტორებს განახლებული იაპონური ბაღის დათვალიერების შესაძლებლობა ექნებათ.

დღის ამბები