დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მიწისძვრა, რომელიც საქართველოს მოსახლეობისთვისაც შეგრძნებადი იყო, სომხეთში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 30 კმ-ში მოხდა.
სიმძლავრემ, 5.1 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.
მიწისძვრა თბილისის დროით 09:26 საათზე მოხდა.