22 აგვისტო 2026,   07:44
ვრცლად
სოფელ ჯუთაში, მოქალაქეს გადაუდებელი სასწრაფო-სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა, რაზეც მეხანძრე-მაშველებმა ოპერატიული რეაგირება მოახდინეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მიღებული ინფორმაციის მიხედვით, ყაზბეგის მუნიციპალიტეტ სოფელ ჯუთაში, მოქალაქეს გადაუდებელი სასწრაფო-სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა მიღებულ შეტყობინებაზე ოპერატიული რეაგირება მოახდინეს. სამაშველო ოპერაციაში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო.

სამაშველო ღონისძიებაში მეხანძრე-მაშველებთან ერთად, ჩართულნი იყვნენ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომლებიც, რომლებმაც პაციენტს პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს, შემდეგ კი მოქალაქე თბილისში მდებარე ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში გადმოიყვანეს.

დღის ამბები