"ქალთა მონაწილეობის გაძლიერება სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესში", - სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ტრენინგ-სემინარი გახსნა და მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
სამოქალაქო ინტეგრაციის სკოლის ფარგლებში სამდღიან ტრენინგ-სემინარს, ამჯერად სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონების ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული მუნიციპალიტეტებიდან სხვადასხვა პროფესიის ქალები ესწრებიან.
მონაწილეები ინფორმაციას იღებენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სამოქალაქო თანასწორობა, მედიაწიგნიერება, ევროინტეგრაცია, ასევე ქალთა უფლებების, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სახელმწიფო პროგრამები.