22 აგვისტო 2026,   03:02
ვრცლად
ორთაჭალაში ტრაქტორი დაგორდა და სამ ავტომობილს დაეჯახა, დაშავებულია ორი პირი

თბილისში, ბეჟან კალანდაძის ქუჩის ასახვევთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. გავრცელებული ცნობით, ტრაქტორი დაგორდა და სამი ავტომობილი დააზიანა. შემთხვევის შედეგად, ორი ადამიანი დაშავდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ "რუსთავი 2-თან" განაცხადა, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

დღის ამბები