24 აგვისტო 2026,   23:23
ვრცლად
"ომის დასრულება სურს ყველას, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ომი დასრულდეს სწორი პირობებით" - გრიგოლ გეგელია

თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში განვითარებულ მოვლენებს და ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპს შორის გამართულ დაძაბულ საუბარს ოპოზიციის წარმომადგენლები ეხმაურებიან.

ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ მშვიდობა მნიშვნელოვანია და ის ხანგრძლივი და სამართლიანი უნდა იყოს. 

პარტიის "გახარია საქართველოსთვის" წევრის, თეონა აქუბარდიას თქმით, გუშინ ოვალურ კაბინეტში მიმდინარე საუბრის მოსმენა სასიამოვნო სანახავი არ იყო.

"ტრამპის დაპირება იყო ომის დასრულება ჯერ კიდევ საარჩევნო კამპანიის დროს და მშვიდობის დამყარება. მშვიდობა, რა თქმა უნდა, არის ხანგრძლივი და სამართლიანი. შესაბამისად, ეს რთული მოლაპარაკებებია, ბუნებრივია უნდა გვესმოდეს, რომ მარტივი არ არის ეს პროცესი. გუშინდელი შეხვედრა ნამდვილად არ იყო სასიამოვნო სანახავი," - აცხადებს თეონა აქუბარდია. 

"ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის", გრიგოლ გეგელიას შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ ომი დასრულდეს სწორი პირობებით. 

"ომის დასრულება სურს ყველას, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ომი დასრულდეს სწორი პირობებით. დღეს რა პოლემიკაც მიმდინარეობს საერთაშორისო ასპარეზზე, არის რა პირობებით დასრულდება ომი. ყველა სახელმწიფოს აქვს საკუთარი სუვერენული და მათ შორის, ეკონომიკური ინტერესები საერთაშორისო ასპარეზზე, ეს არ არის არაფრით გასაოცარი. ახლა ჩვენ ყველაზე მეტად გვჭირდება ევროპული ლიდერობა ახალი მიმართულებით. პრეზიდენტმა ტრამპმა ძალიან კარგად თქვა, რომ ევროპამ უნდა აიღოს მეტი პასუხისმგებლობა საკუთარ უსაფრთხოებაზე," - აცხადებს გრიგოლ გეგელია.

დღის ამბები